საქართველოში 80 ათასზე მეტი დავითი ცხოვრობს
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 81 706 დავითი ცხოვრობს. ეს სახელი საქართველოში მამაკაცებს შორის პოპულარობით მეორე ადგილზეა.
8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკურმა სამმართველომ კვლევა ჩაატარა.
კვლევა მოიცავს სახელი "დავითის" კნინობით-ალერსობით ფორმებსაც: დათო, დათუნა, დათა და სხვა. აღსანიშნავია, რომ სახელი "დავითი" გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან პოპულარობას სტაბილურად ინარჩუნებს.
საქართველოში ყველა ასაკის მამაკაცებს შორის პოპულარული სახელების ხუთეული ასეთია: გიორგი, დავითი, ზურაბი, ლევანი, ალექსანდრე.