თელავის ბავშვთა სახლს პროკურორები ესტუმრნენ
თარიღი: 29 დეკემბერი 2009
2009 წლის 29 დეკემბერს თელავის ბავშვთა სახლს კახეთის სამხარეო პროკურორი თამაზ ცაბუტაშვილი და პროკურატურის თანამშრომლები ესტუმრნენ. მათ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები - სპორტული ინვენტარი და ტკბილეული ჩაუტანეს.
პროკურორებმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და დაპირდნენ, რომ მათი სტუმრობა ერთჯერადი არ იქნება.
თელავის ბავშვთა სახლს პროკურორები პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ეწვივნენ. პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტია არასრულწოვანთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რათა მოხდეს მათი შემდგომი რესოციალიზაცია და დანაშაულის პრევენცია. სწორედ ამ მიზნით ატარებს პროკურატურა მოზარდებს შორის სპორტულ შეჯიბრებებს, ნახატებისა და წერითი ნაშრომების კონკურსებს, ლექცია-სემინარებს.