ნოტარიუსთა პალატამ საახალწლოდ ხანდაზმულთა პანსიონატს ღვინო ''საფერავი'' აჩუქა

თარიღი: 29 დეკემბერი 2009

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბინადართ  დამდეგი ახალი წელი მიულოცა და „საფერავით" დაასაჩუქრა.
წელს  რთველში შეძენილი ყურძნისგან ნოტარიუსთა პალატამ ღვინო ჩამოასხა და 200 ლიტრი „საფერავი" ხანდაზმულებს გადასცა. საჩუქარი, განსაკუთრებით, პანსიონატის ბინადარ მამაკაცებს მოეწონათ.

თავშესაფრის დარბაზში შეკრებილმა ხანდაზმულებმა სტუმრების საპატივცემულოდ ფორტეპიანოზე დაუკრეს და თავის მხრივ მათ საკუთარი ნაკეთობები გადასცეს საჩუქრად.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატთან აქტიურად თანამშრომლობს. მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ნოტარიუსთა საერთაშორისო დღეს, პალატის წარმომადგენლები პანსიონატის საპატიო წევრებიც გახდნენ, პალატამ პროფესიული დღე ხანდაზმულებთან ერთად აღნიშნა და საჩუქრები გადასცა.

ნოტარიუსთა პალატამ პანსიონატს თავშესაფრის ბინადართა ცხოვრების შესახებ დაწერილი წიგნის დაკაბადონებისთვის თანხაც  გადაურიცხა.