იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება

თარიღი: 30 დეკემბერი 2009

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებების ხელახალი რეგისტრაცია სავალდებულო და აუცილებელი არ არის. შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული არანაირი საჯარიმო სანქცია.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ   ინფორმაციის წარმოდგენა ევალებათ მხოლოდ 2008 წლის 10 მაისის შემდეგ რეგისტრირებულ შპს-ს და 2008 წლის 10 მაისამდე რეგისტრირებულ სუბიექტებს, რომელთა რეგისტრაციის შემდგომ  პარტნიორების წილობრივი მონაწილეობა შეიცვალა და აღნიშნული ცვლილება არ დარეგისტრირდა საგადასახადო ორგანოში.

პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება არ ეკისრებათ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს, თუ პარტნიორთა წილები უკვე რეგისტრირებულია დამოუკიდებელ რეგისტრატორებთან.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 1 იანვრიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს. შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა, საგადასახადო ორგანოების ნაცვლად, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებს უნდა მიმართოს.