საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ მზრუნველობამოკლებული პატარები დაასაჩუქრა
თარიღი: 06 იანვარი 2010
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს შობის ბრწყივნალე დღესასწაული მიულოცა და ტკბილეულით დაასაჩუქრა. თავშესაფრის ხელმძღვანელობამ და მზრუნველობამოკლებულმა პატარებმა სტუმრების საპატივცემულოდ კონცერტი გამართეს.
ნოტარიუსთა პალატა ჩვილ ბავშვთა სახლთან აქტიურად თანამშრომლობს. პალატის წარმომადგენლებმა თავშესაფრის ბიდანართ ქრისტეშობის დღესასწაული გასულ წელსაც მიულოცეს, ხოლო 7 ნოემბერს, ნოტარიუსთა პროფესიული დღე ნოტარიუსებმა მზრუნველობამოკლებულ პატარებთან ერთად აღნიშნეს.