2010 წელს პირველი სანოტარო აქტი ლენტეხის რაიონში დარეგისტრირდა

თარიღი: 06 იანვარი 2010

2010 წლის პირველ იანვარს პირველი სანოტარო აქტი ლენტეხის რაიონის ნოტარიუსმა ამირან ჯამბურიძემ დაარეგისტრირა. ლენტეხის რაიონში გასული წლის განმავლობაში სულ 717 სანოტარო მოქმედება შესრულდა.

2009 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 1224114 სანოტარო აქტი დარეგისტრირდა. აქედან, თბილისის ნოტარიუსების მიერ 601215 სანოტარო მოქმედება შესრულდა, აღმოსავლეთ საქართველოს ნოტარიუსების მიერ - 267247, დასავლეთ საქართველოს ნოტარიუსების მიერ - 144993, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსბის მიერ - 117814, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსებმა 92845 სანოტარო აქტი დაარეგისტრირეს.