ეროვნული გვარდიის ყოფილი შენობის ნაწილის ნგრევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება
თარიღი: 09 იანვარი 2010
ქალაქ თბილისში, გულიას #3ა-ში მდებარე ეროვნული გვარდიის ყოფილი შენობის ნაწილის ნგრევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.
ნგრევისას შენობაში იმყოფებოდნენ შპს "ალიზის" მიერ დაქირავებული მუშები, რომლებიც აწარმოებდნენ დასუფთავებისა და შიდა რემონტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. შპს "ალიზი" აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერის საფუძველზე.
ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებშიც დაიკითხა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ყველა პირი, დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური და კონსტრუქციის ქიმიური ექსპერტიზა, ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტაცია.