მშობელს შესაძლებლობა ეძლევა ონლაინ-რეჟიმში განაცხადოს დასტური თანხმობის დამოწმებაზე

თარიღი: 22 იანვარი 2010

ნოტარიატის საქმიანობში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანების საფუძველზე, ცვლილება შევიდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციაში.

აღნიშნული ცვლილების თანახმად, მშობელს შესაძლებლობა ეძლევა ონლაინ-რეჟიმში  განაცხადოს დასტური თანხმობის დამოწმებაზე. ანუ, თუკი ნოტარიუსს განმცხადებელ პირთან (მშობელთან) ვიზუალური ელექტრონული კონტაქტის საშუალება აქვს და ამასთან, აღნიშნული პიროვნება ნოტარიუსისთვის ცნობილია, ან შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება, ნოტარიუსი თანხმობას ისე დაამოწმებს, რომ განმცხადებლის ნოტარიუსთან მისვლა აღარ იქნება საჭირო, მშობლის ნაცვლად  თანხმობაზე ხელის მოწერა მის მიერ არჩეულ სხვა პირს შეეძლება.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა დროულად და ზედმეტი ხარჯის გარეშე  მიიღოს.