აღსრულების ეროვნულ ბიუროში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი ჩატარდა

თარიღი: 25 იანვარი 2010

2010 წლის 25 იანვარს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრმა აღმასრულებელთა შესარჩევი კონკურსი გამართა. გამარჯვებული კანდიდატები თბილისისა და ქვემო ქართლის რეგიონულ ბიუროებში არსებულ 61 ვაკანტურ თანამდებობას დაიკავებენ.

კონკურსი ტესტირებული ფორმით ჩატარდა. ტესტები 100 ქულიანი იყო და მოიცავდა კითხვებს  ზოგადი უნარ-ჩვევებიდან.  

კონკურსის პირველი ეტაპის გადასალახად, კონკურსანტებს, მინიმუმ 75 ქულის დაგროვება სჭირდებათ, რის შემდეგაც მათ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის მეორე, გასაუბრების ეტაპის გავლა მოუწევთ.

კონკურსის მსვლელობას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლადო ქარქაშაძე და ბიუროს სხვა ხელმძღვანელები დაესწრნენ.

კონკურსში მონაწილეობა იურიდიული განათლების მქონე 100 პირმა მიიღო. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები 26 იანვარს გამოქვეყნდება.