დღეიდან იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თარიღი: 28 იანვარი 2010

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დღეიდან ბაჩანა შენგელია უხელმძღვანელებს. უწყებაში საკადრო ცვლილება მას შემდეგ განხორციელდა, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თავმჯდომარე - ლადო ქარქაშაძე იუსტიციის სამინისტროში სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის  უფროსად დაინიშნა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში დანიშვნამდე ბაჩანა შენგელია იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მანამადე კი საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორად მუშაობდა. 2006-2007 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სექტორს ხელმძღვანელობდა.