იუსტიციის სამინისტროში მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა

თარიღი: 03 იანვარი 2011

იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის ნაძვის ხის ზეიმი მოაწყო. საახალწლო ღონისძიებას წყნეთის, საგურამოს, დუშეთის მზრუნველობა მოკლებული ბავშვთა სახლებიდან, ასევე კონფლიქტის ზონიდან დევნილი 100-მდე ბავშვი დაესწრო.

ბავშვებისთვის მსახიობებმა კონცერტი გამართეს. თოვლის ბაბუასა და ფიფქიასთან ერთად პატარები ცნობილი ზღაპრის გმირებმაც გაართეს, ბოლოს კი ბომბორამ და თოვლის ბაბუამ მათ საჩუქრები დაურიგეს.

მზრუნველობა მოკლებული ბავშვთა სახლების აღსაზრდელები იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ არიან – უკვე ტრადიციად იქცა ბავშვთა სახლებში ვიზიტები და მათთვის საინტერესო ღონისძიებების გამართვა, რათა მოხდეს ბავშვთა სახლების აღსაზრდელების შემდგომი რესოციალიზაცია.