საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ გამგეობაში განხორციელებული ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში შეიტანა
,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ გამგეობის წევრების შეცვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში ასახა. პოლიტიკური ,,მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის’’ გამგეობის ახალი შემადგენლობის რეესტრში შეტანის მოთხოვნით, მოძრაობის წევრებმა იუსტიციის სამინისტროს მიმართეს და განცხადებასთან ერთად წარმოადგინეს ,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ 2010 წლის 23 დეკემბრის რიგგარეშე ყრილობის ოქმი და პარტიის 3500 წევრის წერილობითი დასტური აღნიშნული ყრილობის მოწვევის მოთხოვნით.
იუსტიციის სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც შეესაბამებოდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" წესდების კონკრეტული მუხლების მოთხოვნებს. შესაბამისად, გამგეობის შემადგენლობის წარმოდგენილი ცვლილების ასახვა განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დაცულ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში.
ცვლილებების თანახმად, შეიცვალა გამგეობის შემადგენლობა - ძველი გამგეობის შემადგენლობიდან ახალში დარჩნენ ზურაბ ნოღაიდელი და სერგო ჯავახიძე.