სემინარი პროკურორებისთვის აღკვეთის ღონისძიების დასაბუთების თემაზე

თარიღი: 26 იანვარი 2011

26 იანვარს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორებისთვის სემინარი გაიმართა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტისა და ნორლაგის ექსპერტებმა ქართველ სამართალდამცველებს აღკვეთის ღონისძიების დასაბუთების საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.

სწავლება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ არის ორგანიზებული.  აშშ-ს საელჩოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში დევიდ დევილერსი და NORLAG-ის ექსპერტი ბიორნ ფეილინგი პროკურორებს ისეთ საკითხებზე ესაუბრნენ, როგორიცაა -აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში.

სემინარის დროს განხილული იყო კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეც. ტრენინგის ბოლოს კი, აღკვეთის ღონისძიების დასაბუთების შესახებ ექსპერტებმა ქართველ სამართალდამცავებს კონკრეტული რეკომენდაციებიც მისცეს.

უცხოელ ექსპერტთა სემინარები იუსტიციის სასწავლო ცენტრში პერიოდულად გაგრძელდება და მასში 200 პროკურორი მიიღებს მონაწილეობას.