საქართველოს პროკურატურის საქველმოქმედო აქცია ტაშისკარისა და კოჯრის ბავშვთა სახლებისათვის

თარიღი: 27 იანვარი 2011

27 იანვარს, ნინოობის დღესასწაული საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს მიულოცეს. ხაშურის რაიონულმა პროკურორმა მიხეილ შაყულაშვილმა ტაშისკარის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულა და მათ გაზქურა, ტკბილეული და სხვა საჩუქრები გადასცა.

კოჯრის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლმა კი საჩუქრად  ორკამერიანი მაცივარი მიიღო. საყოფაცხოვრებო ტექნიკა ბავშვებს ძველი თბილისის რაიონულმა პროკურორმა დავით ზვიადაძემ გადასცა. პროკურორებმა მათ ტკბილეულიც მიართვეს.     

საჩუქრების შერჩევა შემთხევევით არ მომხდარა. ტაშისკარისა და კოჯრის ბავშვთა სახლებმა სწორედ ის საყოფაცხოვრებო ტექნიკა მიიღეს, რაც ყველზე მეტად სჭირდებოდათ.

ტაშისკარის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში 5-იდან 18 წლამდე ასაკის 20-მდე ბავშვი ცხოვრობს, კოჯრის სახლში კი - 70-მდე აღსაზრდელია.  

საქველმოქმედო აქციები  პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში გაიმართა. საქართველოს პროკურატურა პროექტს სახელწოდებით "საზოგადოებრივი პროკურატურა" 2006 წლიდან ახორციელებს, პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის გააქტიურება, არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი გზიდან არიდება  და მათთან  მჭიდრო კავშირით მოზარდისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.