იუსტიციის სასწავლო ცენტრი ნოტარიუსების საკვალიფიკაციო გამოცდისთვის საბუთების მღებას იწყებს

თარიღი: 11 იანვარი 2012

იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს საბუთების მიღებას ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის.

გამოცდა ტარდება ორ ეტაპად:პირველი ეტაპი  ზოგადი უნარ-ჩვევები - 11 თებერვალს, მეორე ეტაპი - პროფესიული ტესტი- 18 თებერვალს.

საგამოცდო  თემატიკა (სრული თემატიკა იხილეთ დანართში):

  • საკონსტიტუციო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართლის პროცესი;
  • ადმინისტრაციული სამართალი;
  • სამეწარმეო სამართალი;
  • ნოტარიატი.

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის -დიპლომის ასლი;
  • CV;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფერადი ფოტოსურათი;
  • გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ოდენობით (საბანკო რეკვიზიტები იხილეთ დანართში).

საბუთების მიღება წარმოებს 6 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონული მისამართზე: [email protected]
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 995 3 22405199

პროგრამა

საბანკო რეკვიზიტები