მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 14 იანვარი 2012

14-15 იანვარს, ლოპოტას დასასვენებლ კომპლექსში მთავარი პროკურატურის ახალი პროექტის „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის" მონაწილეთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა მთავარი პროკურორი,  მურთაზ ზოდელავა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მიერ ამ ინსტიტუტის ფუნქციონირების პერიოდში შესრულებული სამუშაოს ანგარიში, შეაფასეს კოორდინატორების სამსახურის ძლიერი და სუსტი მხარეები, რისკები და შესაძლებლობები. ანალიზის შემდეგ კი განისაზღვრა სამომავლო პერსპექტივები და სტრატეგია.

სამუშაო შეხვედრა ლოპოტაზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.

მთავარი პროკურატურის ახალი პროექტი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური 2011 წლის აგვისტოდან მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. აღნიშნული სამსახურის მიზანი სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას მოწმეებისა და დაზარალებულებისადმი სამართლიანი და ღირსეული მოპყრობის უზრუნველყოფა და მათთვის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა, რაც მოქალაქეების ურთიერთობას სამართალდამცავ სისტემასთან უფრო ეფექტურს გახდის.