საქართველოს პროკურატურასა და მოლოდვის გენერალურ პროკურატურას შორის მემორანდუმი გაფორმდა
25 იანვარს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და მოლოდვის გენერალურ პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ და მოლდოვის გენერალურმა პროკურორმა ვალერი ზუბკომ.
მემორანდუმი საქართველოსა და მოლდოვის პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისიწნებს - დამნაშავეობის, კორუფციის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ადამიანით ვაჭრობისა და განსაკუთრებით, ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ქართველი და მოლდოველი სამართალდამცავები ვალდებულებას იღებენ, სამართლებრივი დახმარება გაუწიონ ერთმანეთს, გაცვალონ ინფორმაცია კანონმდებლობისა და იურისპრუდენციის შესახებ და ითანამშრომლონ ლოჯისტიკის სფეროში.
საქართველოსა და მოლდოვის პროკურატურებსს შორის გაფორმებული მემორანდუმი პირევლი დოკუმენტია, რომელსაც ხელი თბილისის პროკურატურის ახალ ოფისში მოეწერა.
თბილისის პროკურატურის ახალი შენობა დღეს, 25 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შენობის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აგრეთვე მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციები - მოლდოვის გენერალური პროკურორი ვალერი ზუბკო და უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე იური უდარცოვი.