იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრენინგები გრძელდება

თარიღი: 27 იანვარი 2012

იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრენინგების მორიგი ეტაპი მიმდნარეობს. სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსს  სამინისტროს სამსახურების თბილისის რეგიონული ოფისების  თანამშრომლები გადიან. სწავლება პერიოდულად გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, მას იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელი გაივლის.

ტრეინინგის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა  ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება, სტრესის მენეჯმენტი, კონფლიქტების მართვა, სერვისების პროცედურები და სხვა.  სემინარები ინტერაქტიულია, მის ფარგლებში რეგიონული სამსახურების ოფისის თანამშრომლები როლურ თამაშებსა და დისკუსიებში მონაწილეობენ, პრაქტიკულ სავარჯიშოებზე მუშაობენ და გამოიმუშავებენ ეფექტური მომსახურებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ტრეინინგების მიზანი თანამშრომელთა შორის მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა  და მათთვის ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, რათა იუსტიციის სახლის ყველა სტუმარმა სერვისცენტრების თანამშრომელთა მხრიდან ხარისხიანი და დროული მომსახურება მიიღოს.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სხვადასხვა სტრუქტურის სერვისების მიღება მოქალაქეებისათვის ერთ სივრცეშია შესაძლებელი.
იუსტიციის სახლები უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში. მიმდინარე მიმდინარე წლის წლის სექტემბერში კი თბილისში გაიხსნება.