ტაჯიკეთის დელეგაცია რუსთავის იუსტიციის სახლში

თარიღი: 27 იანვარი 2012

27 იანვარს, რუსთავის ისუტიციის სახლი ტაჯიკეთის დელეგაციამ დაათვალიერა. სტუმრები იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის კონცეფციას გაეცნენ და დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქვეყანაში სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ.

მათ თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს და სერვისების პროცედურებს გაეცნენ. ტაჯიკეთის პრეზიდენტის მრჩეველებმა ეკონომიკისა და სოციალურ საკითხებში, ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში გატარებულ რეფორმებს, იუსტიციის სახლის მომსახურების სტანდარტებს, კომფორტულ გარემოს, კომპეტენტურ და კეთილგანწყობილ პერსონალს. განსაკუთრებით აღნიშნეს სერვისების სისწრაფე და სიმარტივე.

ტაჯიკეთის დელაგაცია საქართველოში 23 იანვრიდან იმყოფება. მათი ვიზიტის მიზანი ელექტრონული მმართველობის კუთხით ქვეყანაში გატარებული რეფორმების გაცნობაა. სტუმრებმა უკვე მოინახულეს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საჯარო და სამოქალაქო რეესტრები, გაეცნენ უწყებებში ონალინ მოსახურების სფეროში დანერგილ სიახლეებს.

იუსტიციის სამინისტროს უწყებების გარდა, ტაჯიკეთის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში.

ვიზიტის ორგანიზატორი ICT  ბიზნეს საბჭოა, იუსტიციის სახლის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის მონახულების სურვილი კი სტუმრებმა თავად გამოთქვეს.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის  სერვისები    არა  მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული.

იუსტიციის სახლი ქართულ ნოვაციას წარმოადგენს, რაც მისდამი დიდ ინტერესს განაპირობებს. რამდენიმეთვიანი ფუნქციონიaრების მანძილზე იუსტიციის სახლებმა უკვე სამოცდაათამდე სხვადასხვა რანგის დელეგაციას უმასპინძლეს.