საქართველოში 131 950 ნინო ცხოვრობს

თარიღი: 27 იანვარი 2012

საქართველოში ნინო პოპულარული სახელია - დღეის მონაცემებით, საქართველოში 131 950 ნინო ცხოვრობს. 

27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა. მონაცემები ეყრდნობა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების სტატისტიკას.

ცნობისთვის, საქართველოში (ყველა ასაკში) ქალისა და მამაკაცის პოპულარული სახელების ოცეული ასეთია:

ქალის სახელები: 1. ნინო, 2. თამარი, 3. მარინე (მარინა), 4. მარიამი, 5.  ლია  (ლიანა), 6.  მაია, 7. ქეთევანი, 8. ანა, 9. ნანა, 10. თინათინი, 11. ნათელა, 12. ეთერი, 13. მანანა, 14. ეკატერინე (ეკა), 15. ნათია, 16. ელენე, 17. ნატალია, 18. სოფიო (სოფო),  19. ხათუნა, 20. ლალი.

მამაკაცის სახელები: 1.  გიორგი, 2. დავითი, 3. ზურაბი, 4. ალექსანდრე, 5.  ლევანი, 6. თეიმურაზი (თემურ), 7. ნიკოლოზი,  8. მიხეილი,  9. თამაზი, 10.     ირაკლი, 11. ავთანდილი, 12. ნოდარი, 13. გურამი, 14. ვლადიმერი (ლადო), 15. რევაზი, 16. გოჩა, 17. გივი, 18. მერაბი, 19. მამუკა, 20. ზაზა.        

რაც შეეხება ახალშობილებს, სახელების შერჩევის ტენდენცია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა და მშობლები ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზს და მარიამს არქმევენ.

2012 წლის მონაცემებით, იანვრის თვის პოპულარული სახელების ხუთეული ასეთია:  
გოგონები: ბარბარე 121, ნინო  112, ელენე 108, მარიამ  104, ანასტასია  98.
ვაჟების: 171, ლუკა 108, ნიკოლოზ 105, საბა 103, ანდრია 97.