ღია კარის დღე ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორებისთვის

თარიღი: 01 თებერვალი 2012

2012 წლის 1 თებერვალს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა.

ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესები და პროცედურა იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნინო ბერუაშვილმა და იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსმა ბაჩანა შენგელიამ განუმარტეს. ღია კარის დღის მონაწილეებს მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, შეხვედრის ბოლოს კი სტაჟიორთა შეკითხვებს უპასუხეს.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება. 11 თებერვალს კონკურსანტები ზოგად უნარ-ჩვევებში გაივლიან ტესტირებას, 18 თებერვალს კი - იურისპრუდენციაში. გამოცდებში მონაწილეობის მიღება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ყველა მოქალაქეს შეუძლია.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 6 თებერვლამდე გაგრძელდება.