არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქი ჩაერთო
„განრიდებისა და მედიაციის პროექტი" დღეიდან საქართველოს 15 ქალაქში ვრცელდება. 2012 წლიდან „კიდევ ერთი შანსი" კასპში, მცხეთაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, წყალტუბოში, ტყიბულში, ბაღდათსა და გარდაბანში მცხოვრებ იმ არასრულწლოვნებს ეძლევათ, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს. ნაკლებად მძიმე დანაშაული ამის შესახებ დღეს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა განაცხადა:„განრიდებისა და მედიაციის პროგრამის" მთავარი მიზანი არასრულწლოვნის რეაბილიტაცია და სოციალური რეინტეგრაციაა", - განაცხადა ა. გიგაურმა, - ჩვენი სურვილია, კანონთან კონფლიქტში მყოფი მეტი ახალგაზრდა განვარიდოთ სისხლის სამართლებრივ დევნას, გამოვიყენოთ მათ მიმართ პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმები და დავეხმაროთ მათ საკუთარი შეცდომების გამოსწორებაში. 2012 წლიდან ამის შესაძლებლობა საქართველო კიდევ 9 ქალაქში გვეძლევა.".
განრიდება სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატივას წარმოადგენს. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია, იგი განარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროკურორი უკავშირდება სოციალურ მუშაკს და არასრულწლოვნის საქმეს მას გადასცემს. სოციალური მუშაკი შეიმუშავებს არასრულწლოვნის შეფასება-დახასიათებას, რის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ რა კონკრეტული პირობების შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს მის გამოსწორებას. მხარეებთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი მშობლები, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი. სამოქალაქო ხელშეკრულების თანახმად, არასრულწლოვანს დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის ან საზოგადოების წინაშე.საქმე სრულდება არასრულწლოვნის ნასამართლეობისა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხვედრის გარეშე.
„არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროექტი" საქართველოში 2010 წლის 15 ნოემბერიდან მოქმედებს. 2012 წლამდე პილოტურ
პროგრამაში მხოლოდ ექვსი ქალაქი - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და სამტრედია იყო ჩართული. მიუხედვად ამისა, მის ფარგლებში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკვე 90-მდე მოზარდი განერიდა.
2012 წელს პროექტი, ეტაპობრივად, საქართველოს ყველა ქალაქზე გავრცელდება.