იუსტიციის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო მოხელეთა ტრეინინგებს განაგრძობს

თარიღი: 11 თებერვალი 2012

იუსტიციის სასწავლო ცენტრში თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ტერინინგი მიმდინარეობს. ინტერაქტიული სემინარის მონაწილეები ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.

სწავლების მიმდინარეობისას ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლები როლურ თამაშებსა და დისკუსიებში მონაწილეობენ, პრაქტიკულ სავარჯიშოებს ასრულებენ, განიხილავენ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტურ და სტრესულ სიტუაციებს და ითვისებენ მათი მართვის მექნიზმებს. ტრეინინგის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების, სტრესის მენეჯმენტის, სერვისების პროცედურების საკითხებს. სწავლების მიზანი ქონების მართვის სააგენტოში ეფექტური მომსახურების ერთიანი სტანდარტის შემუშავებაა.

სახელმწიფო მოხელეთა ტრეინინგები იუსტიციის სასწავლო ცენტრში მას შემდეგ დაინერგა, რაც უწყებამ წარმატებით განახორციელა იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრეინინგები. დღეისათვის ეფექტური მომსახურების ტრეინინგი სასაწავლო ცენტრში უკვე გაიარეს შემოსავლების სამსახურისა და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა.