ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები
თარიღი: 13 თებერვალი 2012
2012 წლის 11 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი გაიმართა. ნოტარიუსობის მსურველებმა ტესტირება ზოგად უნარ- ჩვევებში გაიარეს.
ტესტირების მეორე ეტაპზე გადავიდნენ ის კანდიდატები, რომლებმაც დააგროვეს 70 ქულა და მასზე მეტი. ტესტირებაზე გამოცხადდა სულ 61 კანდიდატი, მათგან 39-მა შეძლო გამსვლელი ქულის დაგროვება. მათ ვინც წარმატებით ჩააბარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი, 2012 წლის 18 თებერვალს 12 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაივლიან პროფესიულ ტესტირებას.