მოქალაქეები იუსტიციის სახლებში სერვისებს კიდევ უფრო გამარტივებული ფორმით მიიღებენ

თარიღი: 16 თებერვალი 2012

საქართველოს იუსტიციის სამინიტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს: ნოტარიუსთა პალატას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და ეროვნული არქივს შორის გააფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რის საფუძველზეც, მოქალაქეები იუსტიციის სახლებში აღნიშნული უწყებების სერვისებს კიდევ უფრო გამატივებული ფორმით მიიღებენ.

შესაბამისი ტრენინგის გავლის შედეგად, იუსტიციის სახლების ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, მოქალაქეს ზემოთ აღნიშნული ყველა უწყების მომსახურება გაუწიოს. მაგალითად: მომხმარებელი ნოტარიუსთა პალატის სერვისს როგორც ნოტარიუსთა პალატის, ასევე, საჯარო რეესტრის, სამოქალაქო რეესტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლის დახმარებითაც მიიღებს.

იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს ბრენდია, სადაც მოქალაქე იუსტიციის სამინისტროში შემავალი სამსახურების:  სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნოტარიუსთა პალატის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ეროვნული არქივის სერვისებს ერთ სივრცეში იღებს.

იუსტიციის სახლებში ხორციელდება ყველა ის სერვისი, რასაც მოქალაქე საჯარო და სამოქალაქო რეესტრებში იღებს - ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია; დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების, ფაქტის რეგისტრაცია; პასპორტის, ID ბართის, ბინადრობის მოწმობის, ორდინალური ვიზების, რეგისტრაციის ადგილის მოწმობის, სულადობის შესახებ ცნობის გაცემა;  დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება. მოქალაქე იუსტიციის სახლეში სარგებლობს, აგრეთვე, ყველა იმ ონლაინ სერვისით, რასაც მოქალაქეებს ზემოთ დასახელებული სამსახურები სთავაზობენ.

იუსტიციის სახლებში მომხმარებელს შეუძლია ასევე ისარგებლოს საქართველოს ეროვნული არქივის სხვადასხვა მომსახურებით: სოციალურ-უფლებრივი ხასიათის, ქონებრივი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, სამუშაო სტაჟის ცნობების მიღება, პასუხი თემატურ შეკითხვებზე. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, დაჩქარებული წესით.

იუსტიციის სახლებში მოქალაქე სარგებლობს ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისითაც. ნოტარიუსთა პალატის არქივში უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები დოკუმენტები ინახება და მათი დამოწმებული ასლები გაიცემა. არქივის დოკუმენტაციის  ელექტრონული ბაზა საშუალებას იძლევა, აღნიშნული სანოტარო აქტების დამოწმებული ასლები მოქალაქემ ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, ნოტარიუსთა პალატაში, იუსტიციის სახლებსა და სანოტარო ბიუროებში მიიღოს.