იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთი მოადგილე წარუდგინა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი ალექსანდრე ბურჭულაძემ დაიკავა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს, 8 იანვარს, იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბურჭულაძის დანიშვნის შესახებ ბრძანებას საქართველოს პრეზიდენტმა 3 იანვარს მოაწერა ხელი.
ალექსანდრე ბურჭულაძე იუსტიციის სამინისტროში ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. ის კურირებას გაუწევს აგერთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს: მონაცემთა გაცვლის ეროვნულ სააგენტოს, იუსტიციის სახლს და სმარტ ლოჯიქს.
ალექსანდრე ბურჭულაძეს დამთავრებული აქვს თბილისის ბიზნეს სკოლა ESM -თბილისი და ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში. მას აგრეთვე დამთავრებული აქვს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი (კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით).
ალექსადნრე ბურჭულაძე სხვადასხვა დროს იყო შპს „ჯი ემ სი ჯი" -ს მმართველი პარტნიორი; საკონსულტაციო კომპანია Ernst & Young (CIS) ბიზნეს კონსალტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; GCG Audit representing Arthur Andersen ბიზნეს კონსალტინგის დეპარტამენტის მენეჯერი, ESM-თბილისი მენეჯმენტის ლექტორი; GCG Audit representing Arthur Andersen ბიზნეს კონსულტანტი; მედია ჰოლდინიგ „პრემიერის" მფლობელი და კომერციული დირექტორი; შპს "ჯეოსტარის" ბრენდ მენეჯერი.
ალექსანდრე ბურჭულაძეს 31 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.