სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა
სისხლის სამართლის რეფორმირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასტუმრო „რედისონში" სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სხდომას სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრებიც ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ გახსნა. მინისტრის მოადგილემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. ალექსანდრე ბარამიძემ სხდომის მონაწილეებს ინფორმაციას მიაწოდქა იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამარათლოს განსჯადობის გაფართოებას ითვალისწინებს.
სხდომამ ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოხსენებების მოსმენის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც აზრის გამოთქმისა და საკუთარი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა სამუშაო შეხედრის ყველა მონაწილეს მიეცა.
შეხვედრის ფარგლებში, სისხლის სამართლის რეფორმირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებაზე, აგრეთვე, საბჭოს სხდომების მოწვევისა და ჯგუფების ფორმირების შესახებაც იმსჯელეს.
სისხლის სამართლის რეფორმირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უწყებათაშორისი ორგანოა, რომელიც კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალიწინებით, შეიმუშავებს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიას; უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას, ამზადებს სპეციალურ წინადადებებსა და რეკომენდაციებს სასჯელაღსრულების, პრობაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე.