იუსტიციის სამინისტროში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
21 იანვარს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში მოქმედი, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები, აგრეთვე - არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
მიმდინარე წლის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომას ჯგუფის განახლებული შემადგენლობით დაესწრო. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მის მუშაობაში საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული არასამთავრობო სექტორის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაერთვნენ.
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სხდომის მონაწილეებმა ჯგუფის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებაზე იმსჯელეს, რომლის აუცილებლობაც იმ ახალი რეალობისა და ახალი გამოწვევების გათვალისწინებით დადგა, რაც საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ განაპირობა. ჯგუფის წევრებმა აირჩიეს მომხსენებელი და თანამომხსენებელი.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის სამინისტრო ასრულებს მუშაობას „მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" კანონპროექტზე.
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებლი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ფუნქციონირებს. სასამართლოს რეფორმირების გარდა, სპეციალური ჯგუფი მუშაობენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცა - სისხლის სამართლის კანონმდებლობა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, პენიტენციური და პრობაციის სისტემის, იურიდიული დახმარების, პროკურატურისა და პოლიციის რეფორმა.