გოჩა ლორთქიფანიძე ჟენევის მოლაპარაკებების 25-ე რაუნდს აფასებს
თარიღი: 07 ნოემბერი 2013
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებსა და ამ მოლაპარაკებებში იუსტიციის სამინისტროს ჩართულობას აფასებს. მისი განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობდა მოლაპარაკებების პირველ დღეს გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში, სადაც საერთაშორისო ექსპერტებმა კონფლიქტურ ზონებში გადაადგილების თავისუფლებისა და მის ჰუმანიტარულ ასპექტებზე პრეზენტაცია გამართეს.
გადაადგილების თავისუფლების საკითხი კი ერთ-ერთი პრინციპული მნიშვნელობის თემა იყო ჟენევის მოლაპარაკებების მეორე დღეს მეორე სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში.
იუსტიციის სამინისტრო ჩართულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის დამუშავებაში, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება. „სამწუხაროდ, კვლავაც ვერ მოხერხდა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების ისეთსავე კონტექსტში აღება, როგორიც ეს საქართველომ გააკეთა“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობას მეორე სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 25-ე რაუნდზე პრინციპულად იქნა განხილული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობა.
„მნიშვნელოვანია, რომ წამოვჭერით ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მეორე სამუშაო ჯგუფში შევძელით, დაგვეწყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაა, როგორიცაა დევნილების დაბრუნება“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოლაპარაკებების ნოემბრის რაუნდი მთლიანობაში დადებითად უნდა შეფასდეს. იგი იმედს იტოვებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე − დეკემბერში, ქართულ დელეგაციას საშუალება მიეცემა, დაუბრუნდეს და პრინციპულად განიხილოს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების 25-ე რაუნდზე წამოჭრა.