იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სსიპ-ების რაიონული ოფისების შემოვლა დაიწყო
თარიღი: 11 დეკემბერი 2013
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში შემავალი სსიპ-ების რაიონული ოფისების შემოვლა დაიწყო.
თეა წულუკიანი გურიას ეწვია და ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის სერვისების განვითარების, საჯარო რეესტრის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, იუსტიციის სახლისა და ნოტარიუსთა პალატის მუშაობას ადგილზე გაეცნო.
იუსტიციის მინისტრი ადგილზე თავად შეისწავლის იმ პრობლემებს, რომლებიც აფერხებს რეგიონული ოფისების მუშაობას, რათა მომავალში მოქალაქეებისათვის გაწეული მომსახურება ეფექტური იყოს, სამსახურების მუშაობა კი − მაღალი ხარისხის.
იუსტიციის მინისტრი ოზურგეთის იუსტიციის სახლსაც ეწვია და მოქმედ ნოტარიუსებს შეხვდა. თეა წულუკიანი გაესაუბრა თანაშრომლებს და მათგან მოისმინა იმ საჭიროებების შესახებ, რაც ოფისების ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია. რიგ შემთხვევებში ეს არის ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემა, რის გადასაჭრელადაც მინისტრმა ზრუნვა უკვე დაიწყო.
თეა წულუკიანი დღეს სამეგრელოს ტერიტორიული სამსახურების შემოვლას იწყებს. მან დილით ზუგდიდში მშენებარე იუსტიციის სახლი მოინახულა, დღის განმავლობაში კი რაიონის ყველა ტერიტორიულ სამსახურს შემოივლის.
იუსტიციის მინისტრი გეგმავს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების მუშაობას საქართველოს ყველა რეგიონში პირადად გაეცნოს.