იუსტიციის სამინისტროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნა
თარიღი: 11 დეკემბერი 2013
11 დეკემბერს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, იუსტიციის სამინისტროში საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) მოდელირება გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის 18 წარმატებული სტუდენტი მონაწილეობდა. მათი შერჩევა ღია კონკურსის წესით მოხდა. უმაღლესი სასწავლებლების მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ონლაინგანაცხადი უნდა შეევსოთ.
მოდელირების მონაწილეები 70-მდე აპლიკანტიდან შეირჩნენ. მათ შორის მოხვდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა ანტიკორუფციულ საბჭოში შემავალი უწყებების როლები დაინაწილეს და სხდომის მოდელირება მოახდინეს: წარმოადგინეს საბჭოს წევრ უწყებათა პოზიციები, იმსჯელეს და დაამტკიცეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული პრიორიტეტები.
დასასრულ, ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოსა“ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული.