მონაცემთა გაცვლის სააგენტომ მოქალაქის პორტალის განახლებული ვერსიის პრეზენტაცია გამართა
თარიღი: 17 იანვარი 2014
17 იანვარს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მონაცემთა გაცვლის სააგენტომ მოქალაქის პორტალის − MY.GOV.GE − განახლებული ვერსიის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები; დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე, ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.
იუსტიციის მინისტრმა მოქალაქის პორტალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოქალაქესა და მთავრობას შორის სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის შესაძლებლობა განვითარებული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.
„საქართველო ჩართულია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში და უკვე რამდენიმე წელია, ცდილობს, გაუადვილოს მოქალაქეს სახელმწიფოსთან კონტაქტი. დღეს ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის, წარმოვადგინოთ იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შექმნილი მოქალაქის პორტალი MY.GOV.GE, საიდანაც მოქალაქეებს შეუძლიათ, მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება და საჯარო ინფორმაცია, დაახლოებით, 408 სახელმწიფო უწყებიდან. მომავალში ჩვენ ვგეგმავთ სერვისების რაოდენობის გაზრდას იმისათვის, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემა ამ გვერდიდან უფრო მეტმა უწყებამ შეძლოს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოქალაქის პორტალი ამ ბოლო თვეებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს „Microsoft“-სა და „HP“-თან თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში არსებული მონაცემების ურთიერთგაცვლის თანამედროვე მოდელის აგება, რამაც „MY.GOV.GE“-ზე თავმოყრილი ინფორმაცია კიდევ უფრო სრული გახადა. ვებგვერდის განახლებული დიზაინი დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული მიმართულების − „მეტრო სტილის“, პრინციპზეა აგებული, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სახლიდან თუ სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად მარტივად და მოხერხებულად ისარგებლოს მისთვის სასურველი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ელექტრონული მომსახურებით. პორტალის სერვისებზე წვდომა ტაბლეტებითა და სმარტფონებითაცაა შესაძლებელი.
მოქალაქის პორტალით − MY.GOV.GE − სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია, გამოიყენოს როგორც პირადობის ახალი მოწმობა, ისე მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის დარეგისტრირებაც ერთჯერადი პროცედურის გავლით იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი. ამის შემდეგ მას სხვადასხვა სახის 70-ზე მეტი ელექტრონული მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღება შეუძლია. ყველა სერვისი კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული, რაც ამარტივებს მათ მოძებნას.
მნიშვნელოვანია მოქალაქის პორტალის როლი ღია მმართველობის ინიციატივის განხორციელების მიმართულებითაც. პორტალზე განთავსებულია შესაბამისი სექცია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან ელექტრონულად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია და პასუხიც პორტალზევე მიიღოს.