იუსტიციის მინისტრი კახეთის პრობლემებს ეცნობა
თარიღი: 23 იანვარი 2014
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროში შემავალი სსიპ-ების რაიონულ ოფისებს სტუმრობს. გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების შემდეგ, თეა წულუკიანი ამჯერად, კახეთში ჩავიდა და თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ახმეტის, ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რეგიონების სერვისების განვითარების, საჯარო რეესტრის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, იუსტიციის სახლისა და ნოტარიუსთა პალატის მუშაობას ადგილზე გაეცნო.
იუსტიციის მინისტრმა იმ პრობლემების შესახებ მოისმინა, რომლებიც რეგიონული ოფისების თანამშრომლებს აწუხებთ, და მათ მოგვარებას დაჰპირდა. თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროს მენეჯმენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა სამსახურების მუშაობა კიდევ უფრო გამართული იყოს და მოქალაქეებისათვის გაწეული მომსახურების ეფექტიანობა გაიზარდოს. რიგ შემთხვევებში, ეს არის ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემა, რის გადასაჭრელადაც მინისტრმა ზრუნვა უკვე დაიწყო.
იუსტიციის მინისტრი საქართველოს ყველა რეგიონში სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების მუშაობას პირადად გაეცნობა.