საჯარო ინფორმაციის პორტალის შექმნის საკითხებზე სემინარი გაიმართა
თარიღი: 29 იანვარი 2014
29 იანვარს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინიციატივითა და ელექტრონული მმართველობის პროგრამის ხელშეწყობით სემინარები დაიწყო. ორი დღის განმავლობაში გერმანელი და ავსტრიელი ექსპერტები ქართველ სპეციალისტებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ ღია მონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების შესახებ, გააცნობენ ღია მონაცემების პორტალის შექმნის საერთაშორისო გამოცდილებას, შეაფასებენ საქართველოს მთავრობის მიერ ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, იმსჯელებენ მონაცემთა ღიაობასა და საჯარო ინფორმაციაზე და სხვ. არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორების წარმომადგენლები საიტის განვითარებისა და ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხებზე იმსჯელებენ, განიხილავენ მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპებსა და პორტალზე განსათავსებელი ინფორმაციის ტიპებს. სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში იმართება. მისი მიზანი საჯარო ინფორმაციის პორტალის − data.gov.ge − შექმნისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღებაა.
ღონისძიება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში იმართება. მისი მიზანი საჯარო ინფორმაციის პორტალის − data.gov.ge − შექმნისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღებაა.