ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება
თარიღი: 21 მარტი 2014
იუსტიციის სამინისტროში ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობაზე მომუშავე თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფების წევრებმა იმსჯელეს სახელმწიფო, კომერციულ, პერსონალურ და პროფესიულ საიდუმლოებაზე ინფორმაციის თავისუფლების ჭრილში; დისკუსია გაიმართა კომერციული საიდუმლოების დეფინიციის დახვეწის აუცილებლობაზე, ასევე შეზღუდული გამოყენების ინფორმაციისა და სპეციალური საზედამხედველო ინსტიტუტის განსაზღვრის მიზანშეწონილობაზე. ჯგუფის თემატიკიდან გამომდინარე წევრები შეთანხმდნენ სამუშაოს განაწილებაზე.
ამჟამად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები გაბნეულია ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში. კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაციისას მნიშვნელოვანი სირთულეები გვხვდება. სპეციალური კანონის მიღება მიზნად ისახავს პრაქტიკაში წარმოშობილი პრობლემების გათვალისწინებით საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმების კონსოლიდირებას ერთ ნორმატიულ აქტში, რამაც თავის მხრივ, უნდა მოაწესრიგოს პრაქტიკა და დაეხმაროს როგორც მთავრობას, ისე არასამთავრობო სექტორსა და მთელ საზოგადოებას ღია და ანგარიშვალდებული, რაციონალური და ოპტიმალური სახელმწიფო აპარატის განვითარებაში. სპეციალური კანონი ხაზს გაუსვამს და გამოკვეთს მთავრობის ღიაობისა და საჯარო მმართველობის პოლიტიკას და გაამარტივებს პროფესიონალთა მუშაობას ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე.
კანონპროექტზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით. ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ იუსტიციის სამინისტროს ძირითადი პარტნიორია აქტის შემუშავების პროცესში.