საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2014 წელს „სოლიდარობის ფონდის“ განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის სპეციალური ჯილდო მიიღო
თარიღი: 18 იანვარი 2015
18 იანვარს სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს სოლიდარობის ფონდის 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ფონდის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის სპეციალური ჯილდო იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. მთავრობის ადმინისტრაცის სახელით, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, როგორც მინისტრს, რომელმაც ყველაზე აქტიურად დაუჭირა მხარი სოლიდარობის ფონდს.
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორი სსიპ - „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, თანამშრომელთა 100-პროცენტიანი ჩართულობისათვის დაჯილდოვდნენ, სპეციალური ჯილდოებით აღინიშნა იუსტიციის სამინისტროს კიდევ ხუთი ქვეუწყების - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საჯარო რეესტრის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, სმართ ლოჯიქის - წვლილი საქველმოქედო საქმიანობაში.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის 18 იანვრის მონაცემებით, სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში ყოველთვიურად 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული.
ამოქმედებიდან დღემდე ფონდს კერძო სექტორიდან შემოუერთდა 14 კომპანია, რომლებიც სხვადასხვა სახით ეხმარებიან მას - თანამშრომლების მიერ გადარიცხული ყოველთვიური დონაციებით, კომპანიების პროდუქტებში/სერვისში მცირე დონაციის ინტეგრაციით (თეატრის/წარმოდგენების ბილეთებში, საბაგიროს აბონემენტებში 10 თეთრიდან 1 ლარამდე ინტეგრაციით, ფონდის საქმიანობის პოპულარიზაციით).
სულ შემოსული 1,701,330 ლარიდან ფონდის კომისიის 9 სხდომაზე დამტკიცდა 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება, მათ შორის, 18 შემთხვევაში - საზღვარგარეთ, ხოლო 40 შემთხვევაში - საქართველოში. სულ 1,198,000 ლარის ოდენობის დაფინანსებაა დამტკიცებული.