იუსტიციის სამინისტროში „ღია მმართველობა - საქართველოს“ ფორუმის შეხვედრა გაიმართა
თარიღი: 22 იანვარი 2015
იუსტიციის სამინისტროში „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფორუმის წევრი პასუხისმგებელი უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
2015 წლის ფორუმის პირველი შეხვედრა „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებათა პროგრესის მონიტორინგის შედეგების განხილვას დაეთმო. „ღია მმართველობა − საქართველოს“ სამდივნომ (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) შეიმუშავა გეგმის შესრულების მონიტორინგის განახლებული მეთოდოლოგია, რომელიც ფორუმმა 2014 წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილა და მიიღო.
ფორუმის წევრებმა მოისმინეს საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები. საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა საჯარო სამსახურში მიღების გამჭვირვალე და მიუკერძოებელი წესების შემუშავებაზე, ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის განვითარებასა და დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შესახებ ისაუბრა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება კი პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნების საკითხებს დაეთმო.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს, აგრეთვე, „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის საკომუნიკაციო სტრატეგიის შესახებ; განიხილეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ღია მმართველობის პარტნიორობის საკითხებზე.
„ღია მმართველობა − საქართველოს“ 2014-2015 წწ. სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 18 სექტემბერს დაამტკიცა. მის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. ყველაზე აქტუალური პრობლემების გამოსავლენად და სამოქმედო გეგმაზე მუშაობაში ფართო საზოგადოების ჩართვის მიზნით „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმმა იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს 15 ქალაქში საჯარო კონსულტაციებიც გამართა.
„ღია მმართველობა − საქართველოს“ სამოქმედო გეგმაში 27 ვალდებულებაა, რომელთაც საქართველო ღია და გამჭვირვალე სახელმწიფო მმართველობის სისტემის უზრუნველსაყოფად იღებს. მათ შორისაა: ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავება; პეტიციების ელექტრონული სისტემის შექმნა; ღია მონაცემების პორტალის − www.data.gov.ge − ამოქმედება; საჯარო სამსახურში მიღების მიუკერძოებელი წესების შემუშავება; საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა; ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის გამოქვეყნება; საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება; საჯარო ბიბლიოთეკების მოდერნიზება; საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მექანიზმის ჩამოყალიბება.
ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership - OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 65 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველო პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული წევრია. მის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შედეგად, შესაძლებელი გახდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და მისი ელექტრონულად გამოთხოვა; გაიზარდა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა წრე; შეიქმნა მოქალაქის პორტალი www.my.gov.ge.
საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნის, წარმატების დასტურია ის, რომ 2014 წელს ქვეყანა „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.