იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაცია მიიღო
თარიღი: 23 იანვარი 2015
თეა წულუკიანი გერმანელ სტუმარს საქართველოში მართლმსაჯულებისა და სასამართლოს სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა და სამომავლოდ დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო.
„იმ პერიოდში, როცა საქართველო არის ევროპასთან შეთანხმების ასოცირების რატიფიკაციის პროცესში, ჩვენ გერმანიის პარლამენტში ამ ურთიერთობების განვითარების ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ. ჩემთვის ნათელია, რომ სასამართლო სფეროს დამოუკიდებლობას ძალიან დიდი მნიშველობა აქვს როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულის დამოუკიდებლობისათვის. ამიტომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რეფორმებს, რომლებიც ტარდება იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, და ვაფასებთ თქვენს საქმიანობას“, − განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა ქრისტოფ ბერგნერმა.
იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა გერმანული მხარის ინიციატივით შედგა. ქრისტოფ ბერგნერი საქართველოს შესახებ მომხსენებელია ბუნდესტაგში, მისი ავტორობითა და ინიციატივით მზადდება საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციები ბუნდესტაგში, რაც მის განსაკუთრებულ ინტერესს განაპირობებს საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი.