იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ჟენევაში მსოფლიო კონგრესზე წარადგინა
თარიღი: 28 იანვარი 2015
იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი ინოვაციური კოდექსის პირველი საერთაშორისო პრეზენტაცია დღეს ჟენევაში გაიმართა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესის მონაწილეებს ჟენევაში ამავე სფეროში შექმნილი ახალი კოდექსი წარუდგინა.
თეა წულუკიანმა კონგრესის მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება გააცნო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის სფეროში. მინისტრმა თავის მოხსენებაში ლიბერალურ და გაერო-ს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი ის მიდგომები მიმოიხილა, რომელთაც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის მართლმსაჯულების ახალი კოდექსი ითვალისწინებს.
მინისტრის განცხადებით, აქამდე საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე არასდროს ჰქონია ამ მიმართულებით საამაყო. ის სიახლე, რაც შექმნა საქართველომ, მსოფლიოსთვის საინტერესოა და, რაც მთავარია, მაგალითია რეგიონისთვის. „ჩვენს არაერთ ნოვაციას იზიარებენ ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნები, მაგალითად, 18-21 წლამდე განრიდების მექანიზმის გამოყენება, რომელიც ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული, ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროპარლამენტმა საქართველოს მოუწოდა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი შეემუშავებინა. ეს კოდექსი ჩვენ ძალიან ბევრი თვეა, უკვე მზად გვაქვს, და დღეს ვფიქრობთ იმაზე, როგორ მოვახდინოთ მისი იმპლემენტაცია“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა.
მოსამართლე რენატე ვინტერის, ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − ხელმძღვანელის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრომ და საქართველომ მაგალითი მისცეს რეგიონს ამ კოდექსის შექმნით, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესზეა მორგებული და ამკვიდრებს კონფლიქტთან მყოფ არასრულწლოვნებთან მიდგომის მაღალ სტანდარტს; ისეთ სტანდარტს, როგორიც აქვთ მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს.
ჟენევაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრება. კონგრესზე მოწვეული ქვეყნების დელეგაციების წევრები − სახელმწიფო უწყებების პირველი პირები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები − ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების უფლებების დაცვის შესახებ.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესი ჟენევაში 26-30 იანვარს იმართება და მის მუშაობაში დელეგატები მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ. კონგრესის მიზანია, დაეხმაროს მონაწილე ქვეყნებს, შესაბამისობაში მოიყვანონ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან ბავშვთა და მოზარდთა უფლებების დაცვის კუთხით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირსა და „იუნისეფთან“ თანამშრომლობით საზოგადოებას 20 იანვარს წარუდგინა.
ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს.
უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება. სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებაში უპირატესობა ენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის, აგრეთვე,
განრიდების ინსტიტუტებს. პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იქნება შესაძლებელი და მისი მაქსიმალური ზომა 10-15 წლით განისაზღვრება. იკრძალება არასრულწლოვნისათვის უფრო მაღალი სასჯელის და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. ეს მიდგომები არასრულწლოვნებისადმი აღარ იქნება დამოკიდებული ბრალდების მხარის კეთილ ნებაზე, პრაქტიკაზე, არამედ წარმოგვიდგება როგორც ინსტიტუციურად გარანტირებული.
ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე ბავშვისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ნასამართლობის მოხსნა კი სასჯელის მოხდისთანავე მოხდება. თუმცა, თუ ადრე გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში მიიღება.
შესაბამისად, კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. ასევე, პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნისათვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ბავშვებთან მიმართებაში მოწმის დაკითხვის ახალი წესი იმოქმედებს.
რაც შეეხება სასჯელის მოხდის პირობებს, კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი.