ევროპულ ასპარეზზე პროგრესის მისაღწევად ლატვია საქართველოს აქტიურად დაეხმარება
თარიღი: 29 იანვარი 2015
ამის შესახებ საქართველოსა და ლატვიის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დღეს რიგაში გაიმართა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლატვიელ კოლეგა დზინტარს რასნაჩს სამინისტროში ეწვია.
მინისტრები შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხნენ. მათ შორის, რიგის სამიტს და ამ სამიტზე საქართველოს პროგრესს.
„საქართველოსათვის რიგის სამიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებთ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციისათვის საჭირო მოთხოვნებს და გვაქვს იმედი, რომ რიგის სამიტიდან ხელცარიელი არ წამოვალთ. ამ გზაზე ქმედით დახმარებას გვპირდება ჩემი ლატვიელი კოლეგა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა
რიგის სამიტის გარდა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ მართლმსაჯულების რეფორმას, მთავრობების ანტიკორუფციულ ნაბიჯებს, სერვისების მიწოდების საკითხს და კანონშემოქმედებით საქმიანობას.
შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც მიმოიხილეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა, ასევე, იმ გარემოებას, რომ ყოველი ნაბიჯი ევროპისკენ იწვევს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას და რომ რუსეთმა სულ ცოტა ხნის წინ გააფორმა აფხაზეთთან ხელშეკრულება, რითაც ქართული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
მინისტრები დეოკუპაციის, ევროკავშირთან დაახლოებისა და რეფორმების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ შეთანხმდნენ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი მოადგილესთან − გოჩა ლორთქიფანიძესთან, ერთად რიგაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთპარტნიორობის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელიც დღეს გაიმართება.