იუსტიციის მინისტრი ჩერი ბლერს შეხვდა
თარიღი: 26 თებერვალი 2015
საქართველოს იუსტიციის მინისტრი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში უმსხვილესი იურიდიული ფირმა „ომნიის“ წარმომადგენელს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის მეუღლეს შეხვდა. „ომნია“ მსხვილი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სამართლებრივ დახმარებას უწევს წამყვანი ქვეყნების მთავრობებს. თეა წულუკიანმა ჩერი ბლერთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილა.
საკონსულტაციო ფირმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ტრენინგების კუთხით იმუშავებს. სწავლების თემა საარბიტრაჟო დავა და მედიაციის საკითხები იქნება.
საარბიტრაჟო დავის საკითხებზე სწავლებას იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. ტრენინგის გავლის საშუალება ექნებათ იმ სახელმწიფო კომპანიებსაც, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების გაფორმება უწევთ. სემინარი არ მოიცავს თეორიულ საკითხებს, ის პრაქტიკული ხასიათის იქნება, რაც მის მონაწილეებს კონკრეტულ ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება.
მედიაციის ტრენინგებს ნოტარიუსები და მოსამართლეები დაესწრებიან. სწავლება მათ ყოველდღიურ საქმიანობაში საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.
შეხვედრაზე გადაწყდა, აგრეთვე, რომ ტრენინგებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ უმასპინძლებს.