ლიტვის იუსტიციის მინისტრი სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა
თარიღი: 03 მარტი 2015
ლიტველ სტუმარს საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია და მუშაობის სპეციფიკა მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანმა გააცნეს.
ლიტვის იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ორდღიანია და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობს. 4 მარტს დაგეგმილია მინისტრის ტური და პრეზენტაციები თბილისის იუსტიციის სახლში.
ლიტვის იუსტიციის მინისტრი საქართველოში იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად ჩამოვიდა.