სომხეთის დელეგაციის წევრები სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვივნენ

თარიღი: 06 მარტი 2015
საქართველოში ვიზიტით მყოფი სომხეთის დელეგაციის წევრები სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრნენ.
 
სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე სურენ კრმოიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძესა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანთან  ერთად საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა. ქართულმა მხარემ სომხეთის დელეგაციის წევრებს  საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
 
სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში დღეს ჩამოვიდა. დღესვე  საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დელეგაციის ვიზიტი 7 მარტს დასრულდება.