საერთაშორისო გამჭვირვალობა − „კორუფციის აღქმის ინდექსი“ (2015)

თარიღი: 27 იანვარი 2016
საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საერთაშორისო კვლევას წარმოადგენს.

კორუფციის აღქმის შეფასება ხდება 100-ბალიანი სისტემით, სადაც 100 ქულა − ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულს, ხოლო 0 ყველაზე კორუმპირებულს ნიშნავს.  

2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, საქართველომ, 2014 წელთან შედარებით, ორი ადგილით წინ წაიწია და 52 ქულით 48-ე ადგილზეა შეფასებულ 168 ქვეყანას შორის. შედეგად, კორუფციის აღქმის ინდექსის  მიხედვით, 2003-დან 2015 წლამდე საქართველომ 124-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე გადაინაცვლა 52 ქულით.  აღნიშნულ ინდექსში საქართველომ 2012 წელს 52 ქულა მიიღო და 51-ე ადგილს იკავებდა, 2013 წელს 49 ქულით 55-ე ადგილზე იყო და 2014 წელს 52 ქულით 50-ე ადგილზე იმყოფებოდა.

2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შესაბამისად, კორუფციის აღქმის დონე მსოფლიოს მასშტაბით 168 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალია დანიაში, რომელიც 91 ქულით ლიდერობს; მეორე ადგილს იკავებს ფინეთი 90 ქულით; ხოლო მესამე ადგილზე შვედეთია 89 ქულით. კორუფციის აღქმის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამი ქვეყანა კი არის ავღანეთი (11 ქულა), ჩრდილოეთ კორეა (8 ქულა) და სომალი (8 ქულა).

2014 წლის მსგავსად, კორუფციის აღქმის კუთხით საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის. გარდა ამისა, ინდექსით გათვალისწინებული შესაძლო 100 ქულიდან 52 ქულით წინ უსწრებს ევროკავშირის ისეთ წევრ სახელმწიფოებს, როგორიცაა: ხორვატია, უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და იტალია.