იუსტიციის მინისტრი: „ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და არის შესაბამისობაში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან“

თარიღი: 28 იანვარი 2016
„ჩვენ შევისწავლეთ გადაწყვეტილება და ვთვლით, რომ თავად გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და არის შესაბამისობაში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად, როგორც დღემდე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჰააგის პროკურორთან“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ „აგვისტოს ომის საქმე მთლიანად მოექცა სამართლებრივ ჩარჩოში“ და ეს მისასალმებელია.