იუსტიციის მინისტრმა ევროპის პარლამენტის დელეგაცია მიიღო

თარიღი: 28 იანვარი 2016
იუსტიციის მინისტრმა ევროპის პარლამენტის დელეგაცია მიიღო. მინისტრი შეხვდა ანდრეს მამიკინსს, საქართველოს თემაზე მომხსენებელს ევროპის პარლამენტში და იაკუბ სემრუს, ევროპის პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის პოლიტიკურ მრჩეველს. მინისტრის გარდა, შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე, გოჩა ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე სასამართლოს და  პროკურატურის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა მამიკინსს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული სხვა რეფორმების შესახებ.

იუსტიციის მინისტრმა დელეგაციას იუსტიციის სამინისტროში უმასპინძლა. ევროპის პარლამენტის დელეგაციის წევრები თბილისში დღეს ჩამოვიდნენ. მათ შეხვედრა უკვე  გამართეს საქართველოს პარლამენტის წევრებთან.
ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი თბილისში ერთდღიანია.