იუსტიციის მინისტრი ბუქარესტის კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს
თარიღი: 21 მარტი 2016
იუსტიციის მინისტრი ბუქარესტში იმყოფება. თეა წულუკიანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგიონულ კონფერენციას ესწრება, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეხება.
სემინარი ბუქარესტში ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება. მასში აღმოსავლეთ ევროპის 23 ქვეყანა, აგრეთვე, ევროსაბჭოსა და ეუთო-ს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. გარდა ამისა, თეა წულუკიანი შეხვედრებს გამართავს რუმინეთის იუსტიციის მინისტრთან, რალუკა პრუნასთან, და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგისტრატურის ხელმძღვანელთან, ჰერმან ვან ჰებელთან.