მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

თარიღი: 25 მარტი 2016
25 მარტს თბილისის იუსტიციის სახლში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის რიგით მე-16 სხდომა გაიმართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი უძღვებოდა.

შეხვედრაზე კომისიის წევრებმა დაამტკიცეს 2 სამუშაო ჯგუფი, რომელთა საქმიანობა იქნება საქართველოში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელთა ინტეგრაციისა ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და  აქტივობების განხორციელება. მიგრაციისა და  განვითარების  თვალსაზრისით შეხვედრისას ასევე განხილული იქნა ის მნიშვნელოვანი  საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს მიგრაციის კუთხით ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში მიღწეული  შედეგის მდგრადობას. საუბარი შეეხო მიგრაციის მონაცემთა ანალიტიკური სისტემის შექმნის პროცესს და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამას.