სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
თარიღი: 23 მაისი 2016
23 მაისს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი თეა წულუკიანი უძღვებოდა. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია; აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა შეაფასეს 2015 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი, განიხილეს და დაამტკიცეს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ წინა და მიმდინარე წელს ინტენსიურად და ნაყოფიერად იმუშავა. საბჭოს ფარგლებში ინიცირებულ იქნა და განხორციელდა არაერთი რეფორმა, მათ შორის:
უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა შეაფასეს 2015 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი, განიხილეს და დაამტკიცეს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ წინა და მიმდინარე წელს ინტენსიურად და ნაყოფიერად იმუშავა. საბჭოს ფარგლებში ინიცირებულ იქნა და განხორციელდა არაერთი რეფორმა, მათ შორის:
- სასამართლოს რეფორმა;
- პროკურატურის რეფორმა;
- პოლიციის ინსტიტუციური რეფორმა − გაიმიჯნა საპოლიციო და უსაფრთხოების ფუნქციები და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
- პროფესიონალთა სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით რეფორმაში ჩართულ უწყებებში;
- სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმა;
- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებები (მოწმის დაკითხვის წესი; წინასასამართლო პატიმრობის გადახედვის წესი; მიმდინარეობს მუშაობა ირიბ მტკიცებულებებზე − განაგონი სისხლის სამართლის პროცესში);
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა;
- მომზადდა წინასასამართლო პრობაციის სამსახურის საკანონმდებლო პაკეტი;
- იარაღის უკანონო ბრუნვის გამკაცრებასთან დაკავშირებით მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი;
- პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოებისა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფის, ისევე, როგორც განმეორებითი დანაშაულის რისკის შემცირების, მიზნით განხორციელდა მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით კლასიფიკაცია − დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის კატეგორიებად;
- მომზადდა კონცეფცია თავისუფლების შეზღუდვის გაუქმებასა და შინაპატიმრობის დანერგვასთან დაკავშირებით;
- 2016 წლიდან დაინერგა ალტერნატიული სანქციის ახალი ფორმა „შინაპატიმრობა“ არასრულწლოვან დამნაშავეთათვის, რომელიც შემდგომში გავრცელდება მსჯავრდებულთა სხვა ჯგუფებზეც. შინაპატიმრობას ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით პრობაციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს/გააკონტროლებს;
- მომზადდა მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე მსჯავრდებულთა პენიტენციური დაწესებულების კონცეფცია და დიზაინი.
დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებული სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
- სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმა;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა;
- სასამართლო რეფორმა;
- სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა;
- პრობაციის სისტემის რეფორმა;
- პოლიციის რეფორმა;
- პროკურატურის რეფორმა;
- იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა;
- სისხლის სამართლის სისტემაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია;
- იურიდიული განათლების რეფორმა;
- სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესრებოდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები როგორც აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან („საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“, კავშირი „21-ე საუკუნე“, „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, სახალხო დამცველის აპარატი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროკავშირის პროექტი „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში). საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა, სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის − „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ − თანადგომით ჩატარდა.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის − „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ − თანადგომით ჩატარდა.