საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა
თარიღი: 06 მარტი 2018
მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემასა და იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებები იზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი მთავრობის სხდომამ დღეს დაამტკიცა. პაკეტი მთავრობას იუსტიციის მინისტრმა წარუდგინა.
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის და მის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე იქნა მიღებული და მისი შესრულება იუსტიციის სამინისტროს დაევალა. ცვლილებათა მიზანი ოჯახში ძალადობის უფრო ეფექტური პრევენცია, მსხვერპლთა უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვა და შესაძლო დანაშაულის შედეგების თავიდან აცილებაა. საერთაშორისო გამოცდილებით, მოძალადისთვის იარაღთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა მსგავსი დანაშაულის პრევენციისათვის.
ახალი რეგულაციებით, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილებები და ოჯახში ძალადობის და ოჯახური ძალადობის (ძალადობრივი ხასიათის) დანაშაულებისთვის დამატებით სასჯელად განისაზღვრება იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა. ამასთან, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას არ არის აუცილებელი, იარაღი წარმოადგენდეს დანაშაულის საგანს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. სასამართლო, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გადაწყვეტს, სასჯელის სახით გამოიყენოს თუ არა იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვის საკითხი. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა სასჯელად შეიძლება 1-დან 5 წლამდე ვადით დაინიშნოს.
ცვლილებების მიხედვით, იზრდება პოლიციელის უფლებამოსილება და განისაზღვრება ის ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები, რომლებზეც შემაკავებელი ორდერის გამოცემა და იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება პოლიციელს ყველა შემთხვევაში შეეძლება. დანარჩენ შემთხვევაში კი მსხვერპლს ექნება უფლება იმისა, რომ პოლიციელს მოსთხოვოს შემაკავებელი ორდერის გამოცემა.
ცვლილებები შედის ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმადაც ხდება ხაზგასმა, რომ თუ პირის მიმართ დევნა დაწყებული იქნება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან ერთად პრიორიტეტულად განიხილავს ბრალდებულისთვის იარაღის ჩამორთმევის ვალდებულების ან/და გარკვეულ ადგილზე შესვლისა და დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის დაკისრების საკითხს.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულმა საკანონმდებლო პაკეტმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ამ თემაზე ჩატარებულმა მასშტაბურმა სოციალურმა კამპანიამ უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართვიანობა, რამაც სახელმწიფოს მისცა საშუალება, საკანონმდებლო დონეზე დაიცვას მსხვერპლთა უფლებები. ახალი რეგულაციები კიდევ უფრო უკეთ და ეფექტურად დაიცავს მსხვერპლს ძალადობრივი დანაშაულისაგან.